უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ “უკრაინის განვითარების” ფონდში ჩხრეკა ჩაატარა და სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრს, უკრაინაში საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ ნიშნიანიძეს ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისათვის ბრალი წაუყენა.
ჩხრეკის შედეგად პროკურატურის თანამშრომლებმა ნიშნიანიძის სახლიდან და “ოდესის განვითარების” ფონდიდან უკანონო ფინანსური ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტები და 20 მილიონი გრივნა ამოიღეს.
აღნიშნულ ფაქტს სააკშვილმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.
უკრაინის მთავრი პროკურორის იური ლიცენკოს განცხადებით, ფონდის საქმიანობის შესწავლა უკრაინის რადას დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა.
წყარო: marshalpress.ge
კომენტარები