აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ცივი იარაღით იყო მისული, დაკავებულია.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
საპროტესტო აქცია მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
კომენტარები