1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4604 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4604 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4289 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0315 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6048 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0467 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევიდა ძალაში.
კომენტარები