ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს ისეთი განცდა, რომ გამჭვირვალობის კანონით ვინმე, თუნდაც ხელისუფლება რუსეთისკენ მიგვაქანებს, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდებს ასე აღელვებთ ქვეყნის ბედი, არ არიან ისინი ინდიფერენტულები ქვეყნის მომავლის მიმართ. ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს ისეთი განცდა, რომ ვინმე ამ კანონით, თუნდაც ხელისუფლება მიგვაქანებს რუსეთისკენ, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე. იცით რატომ? მე ის თაობა ვარ, რომელმაც 1989 წლის 10 აპრილს გაიღვიძა სრულ ჯოჯოხეთში! წინა დღეს 9 აპრილი მოხდა – მე მაშინ 16 წლის ვიყავი. გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით. ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?! ეს წარმოუდგენელია!ის თაობა ვარ, რომლის თვალწინაც გაიარა ძმათა მკვლელმა, სამოქალაქო ომმა. ჩვენი მამები და ნაცნობები ერთმანეთს ხოცავდნენ – ესეც რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. მე როგორ მენდომება რუსეთი?! ის თაობა ვარ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი.
ჩვენ ვერ გვენდომება რუსეთი, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ აქედან რუსეთის მხარდამჭერი ხალხი მეტყველებს და რაღაც ინფორმაციებს გადასცემს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ მოვლენებიდან ანალიზის გაკეთება უნდა ისწავლოს.
