ბიზნესმენი ირაკლი კვერღელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია და ამ გზაზე, მნიშვნელოვანია, ღიაობა და გამჭირვალობა.
საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა. ყოველდღიურად იზრდება ევროპული ქვეყნებისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რაც განპირობებულია, სწორი და პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით და პირდაპირ მიანიშნებს ბიზნესის თავისუფლებაზე, რაც საბოლოო ჯამში დასავლური ინვესტიციების დაინტერესებას იწვევს და ამაზე მოწმობს, არაერთი საერთაშორისო კვლევა.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო აღწევს წარმატებებს ბევრი მიმართულებით და ეს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვისაა ხელსაყრელი, რათა შექმნას ეკონომიკური დოვლათი.
ქვეყნის განვითარების გზაზე, ასევე ხაზგასასმელია გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროპული მომავალი, მათ აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს მისცემს.
საქართველოს გზა ევროპაშია”, – წერს ბიზნესმენი.