ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინამ უკვე მიიღო იარაღის რამდენიმე გადაუდებელი პარტია, თუმცა შეფერხებები შეიძლება შეიქმნას შემდგომ მიწოდებებთან დაკავშირებით, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.
გამოცემის ცნობით, გასულ კვირას უკრაინამ მიიღო ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რაკეტები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ხოლო სამხედრო დახმარების მეორე პარტია უკრაინამ ორშაბათს მიიღო.
თუმცა, შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა მოკავშირეებს გაუჭირდებათ ამ ტემპის შენარჩუნება, აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი.
„შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მიერ დაპირებული იარაღის მიღებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება უკრაინის ბრძოლის ველზე თავდაცვის გასაძლიერებლად“, – წერს აზეთი The New York Times-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
დასავლელი ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ არტილერია, საჰაერო თავდაცვა და სხვა საბრძოლო მასალა უკრაინის ყველაზე მწვავე საჭიროებაა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მსხვილი შეიარაღების დიდი ნაწილი, რომელიც დაფინანსდა აშშ-ის ახალი დახმარების ფარგლებში, და ზოგიერთი საბრძოლო მასალაც კი, სავარაუდოდ არ იქნება უკრაინისათვის მიწოდებული ზაფხულის ბოლომდე.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დროა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რისი გადაცემა შეიძლება უკრაინისათვის ნატოს ქვედანაყოფების შესაძლებლობებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
გარდა ამისა, უკრაინულ ჯარებს გარკვეული იარაღის გამოყენების სწავლა სჭირდებათ.