რაც შეეხება პარლამენტს ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ, – ასე ეხმიანება დეპუტატი თამაზ მეჭიაური ”რესპუბლიკელ” თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ქორწინებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე.
,,ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია , რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება”, -განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კომენტარები