პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეები რკინის ღობეებს ხელებს და სხვადასხვა საგანს ურტყამენ.
პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
კომენტარები