საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრი ბათუმში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა და, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შეხვდება.
ბათუმში განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი წუხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, ყოფითი შემთხვევა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებული იყო სიტუაციის ესკალაციისთვის.
კომენტარები