აშკარად იკვეთება რომ ეს იყო მართული პროცესი და ყველა ის პიროვნება, რომელიც ჩართული იყო ამ ვანდალიზმში აუცილებლად კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება, – ეს განცხადება კახა კალაძემ გააკეთა, რომელიც ბათუმში იმყოფება.
ვიცე-პრემიერის თქმით, ორგანიზატორებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვები მათ უნდა დაუსვან, რომლებიც “ვანდალიზმს” სოლიდარობას უცხადებდნენ.
კალაძის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია შესაბამისი სტრუქტურები ყველა მიმართულებით მუშაობენ. მისივე განცხადებით, კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებათან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
კომენტარები