ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია მალახაძემ და აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ყავლაშვილმა მონაწილეობა მიიღეს „53-ე კომენდანტების კონფერენციაში“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის ორგანიზებით. წელს, კონფერენცია ჩატარდა აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში, ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები 49 ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნიდან. კონფერენციის თემას წარმოადგენდა “ლიდერობის განვითარება ალიანსის მომავალი 75 წლის განმავლობაში“. კონფერენციის აქტივობები მოიცავდა გამომსვლელების მიმართვებს, პანელურ დისკუსიებს და სინდიკატურ სესიებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ლიდერობის განვითარების შესახებ, ასევე გამოცდილების გაზიარებას და გაძლიერებული თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. „კომენდანტების კონფერენცია“ ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ისტორიაც 1972 წლიდან იწყება და რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სტრატეგიული განათლების სივრცეში თანამშრომლობისთვის.
გენერალმა მამია მალახაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ყავლაშვილმა „53-ე კომენდანტების კონფერენციაში“ მიიღეს მონაწილეობა
2024/05/31 14:46:27
ნანახია: 22 ჯერ