ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თანამდებობის შეთავაზების შემთხვევაში, ის სერიოზულად განიხილავს მას.
„თუ ასეთი წინადადება იქნება, რა თქმა უნდა, სერიოზულად განვიხილავ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
თებერვალში მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ კაია კალასი ერთ-ერთი პრეტენდენტია თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე, რომლის შექმნასაც გეგმავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.
კომენტარები