საქართველოს არ ჰყავს არც ერთი პოლიციელი, ვისაც გუბაზ სანიკიძის მუქარის ეშინია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გუბაზ სანიკიძის განცხადების შეფასებისას.
„ვინც ეს განცხადება მოისმინა, ყველას გეღიმა ამაზე. საქართველოს არ ჰყავს არც ერთი პოლიციელი, ვისაც გუბაზ სანიკიძის მუქარის ეშინია. სჯობს, მობრძანდეს პარლამენტში და მიიღოს სხდომებში მონაწილეობა, დებატებში და დააფიქსიროს თავისი არგუმენტები, თუ აქვს რამე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში პოლიციელებს მიმართა და განაცხადა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება”
კომენტარები