თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არაოფიციალური ვიზიტით ბათუმში ჩამოდის. ილდირიმი თურქეთში საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას უნდა შეხვდეს და მისი დელეგაცია ბათუმის აეროპორტს ტრანზიტული მიზნით გამოიყენებს.
ბათუმში ყოფნისას თურქეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი კოლეგას არაოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
კომენტარები