განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
”მთელმა საქართველომ, მთელმა აჭარამ და მთელმა ბათუმმა იცის, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სცადეს ბათუმში სიტუაციის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები მზად არიან თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლონ ქვეყნის მშვიდობა და მოსახლეობის კეთილდღეობა”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
კომენტარები