ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯეჯელავას საზოგადოება შეცდომაში არ შეუყვანია.
„სტრასბურგის სასამართლო ვერ შეცვლის „რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილებას, ბატონმა ჯეჯელავამ იგულისხმა, ის რომ სტრასბურგის სასამართლომ რომც დაადგინოსო, რომელიმე უფლების დარღვევა და მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ისევ ჩვენმა სასამართლომ უნდა გადახედოს მას. ასე, რომ ფორმალურად ჯეჯელავას არ დაურღვევია არც კონვენციის მოთხოვნები და არც მაყურებლი შეუყვანია შეცდომაში.
სტრასბურგი არ იტყვის, რომ ეს ვერდიქტი გამოიტანეთო, ანუ თუ მიიჩნევს რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეულია, იტყვის ეს საფუძველი გადასინჯე და ისევ საქართველოს სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. თუ ასე იქნა, როგორც თქვენ ისურვებთ, საქმე განსახილველად უნდა დაბრუნდეს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი.