რბილად რომ, ვთქვათ ეს ძალიან გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.
„წარმოუდგენელია, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცების დაფინანსება შემცირდეს, ჯარისკაცების, რომლებსაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული სხვადასხვა მისიაში, იქნებოდა ეს ევროკავშირის თუ ნატოს ეგიდით ჩატარებული მისიები. ყველასთვის ცნობილი არის, თუ რა როლი განახორციელეს ქართველმა ჯარისკაცებმა“, – განაცხადა გორდულაძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირმა გამოყოფილი გრანტის გარეშე დატოვა. საუბარია 30 მილიონ ევროზე, რომელიც ახლა სამოქალაქო სექტორს და მედიას მოხმარდება.
კომენტარები