ესპანეთის მთავრობამ ყალბი ამბების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზომები გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ინიციატივა გააკრიტიკა ქვეყნის კონსერვატიულმა ოპოზიციამ, როგორც კრიტიკული მედიის ცენზურის მცდელობა.
„ხარისხიანი თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე მოქალაქეები დაბრმავებულნი არიან“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.
ესპანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული წესები ყველა მედიასაშუალებაზე გავრცელდება.
კომენტარები