„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. გაერთიანებას შეუერთდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილიც.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გადაქცევამ რეალური სახე აჩვენა, რომ მათ პოლიტიკური ამბიციები აქვთ, თუმცა ნულოვანი რეიტინგის გამო 26 ოქტომბერს არათუ გამარჯვების, ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ.