აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ბარაკ ობამას დროს – ყირიმი მიისაკუთრა, ხოლო ჯო ბაიდენის დროს – მთელი უკრაინა მიზანში ამოიღო.
„პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა ყირიმი მიისაკუთრა. დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთმა მთელი უკრაინა ამოიღო მიზანში. ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა ვერაფერი მიიღო“, – თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთს და სხვა ქვეყნებს მისი ეშინოდათ და ახალ კონფლიქტებს არ იწყებდნენ.
კომენტარები