უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უცხოურ გავლენას ეწინააღმდეგება და საამისოდ კანონიც კი მიიღო.
„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ“, – თქვა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობა „ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი. ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას“, – აღნიშნა სიიარტომ.