საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩი ავსტრალიასთან გამართა.
სიდნეიში „ალიანს სთედიუმზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბოლო ტესტ-მატჩში ავსტრალიას დაუპირისპირდა. „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 29:40 დათმეს.
შეხვედრა ლუკა მატკავას ჯარიმით გაიხსნა, პირველი ტაიმის 34-ე წუთზე კი ავსტრალიელებს ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა დაუდო. მეორე ტაიმი დავით ნინიაშვილის ლელოთი დაიწყო, რასაც აკაკი ტაბუცაძის ლელო მოჰყვა, 69-ე წუთზე კი მან მეორე ლელოც დადო. ავსტრალია-საქართველოს შეხვედრა ანგარიშით 40:29 დასრულდა.
ავსტრალია-საქართველოს მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია ესწრებოდა.
ზაფხულის სერიის პირველ ტესტ-მატჩში ქართველებმა ფიჯის ნაკრებს უმასპინძლეს და შეხვედრა ანგარიშით 12:21 დათმეს, იაპონიას კი ანგარიშით 25:23 სძლიეს. იაპონია „ტიერ 1“-ის მესამე გუნდია, რომლის დამარცხებაც საქართველომ შეძლო.