ჰაიტის მახლობლად ზღვაში ხანძარი გაუჩნდა მიგრანტებს ნავს – 39 ადამიანი დაიღუპა, 41 კი გადაარჩინეს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პორტ-ო-პრენსის ცნობით, ნავი, რომელშიც 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, დატოვა ფორტ სენ-მიშელი ჩრდილოეთ ჰაიტიში და მიემართებოდა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებისკენ.
ნავის მგზავრები ასანთს იყენებდნენ სანთლების დასანთებად რიტუალისთვის, რომლითაც უსაფრთხო გავლას შესთხოვდნენ, რის შედეგადაც ბენზინის კასრებს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
ხანძარს 41 ადამიანი გადაურჩა და ჰაიტის სანაპირო დაცვამ ისინი ზღვიდან გამოიყვანა.
კომენტარები