საქართველო ლონდონში „The National Geographic Traveller Food Festival 2024“-ში მონაწილეობს.
საქართველოს გასტროტურისტულ პოტენციალს ლონდონში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის მოგზაურთა კვების ფესტივალზე”, პირველად ეცნობიან.
საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერ კლასის თეატრში“ ქართული ღვინისა და კერძების მასტერ კლასების ოთხი სესია გაიმართება. საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებში.
ფესტივალს 6 ათასი სტუმარი დაესწრება.
კომენტარები