ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართული თვითგანვითარებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაკრებში განსაკუთრებული მეგობრობა გიორგი ქოჩორაშვილთან ჩამოუყალიბდა.
„ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამაკვირვა თავისი პროფესიონალიზმით, თუ როგორ უვლის თავს, როგორი ადამიანია და მეორე მხრივ, ის მე მისმენდა. ერთადერთი იყო, ვინც თვალანთებული, თვალებში მიყურებდა და რაიმე დაეტყუა ჩემგან სასიკეთო თავისთვის და წაეღო.
ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართულია თვითგანვითარებისკენ. ძალიან გამიკვირდა. ჩემზე ასაკით ძალიან პატარაა. მოედანზეც შესანიშნავია“, – აღნიშნა გველესიანმა.