ჯერემი როზნერი – პიარტექნოლოგი, რომელიც ჯერ მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუშაობდა, ახლა უკვე „ლელოს“ პიარზე იზრუნებს. ის ყოფილი ბანკირების პარტიამ წინასაარჩევნოდ დაიქირავა.
ეს ის როზნერია, რომელმაც თავის დროზე ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად „ნაცმოძრაობას“ პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასების საკითხის წამოწევა დაავალა. პიარტექნოლოგისა და რადიკალური ოპოზიციის ურთიერთობა არაერთ წელს ითვლის. მმართველ გუნდში როზნერისა და ამჯერად, „ლელოს“ მორიგ პარტნიორობას კრახს კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველებენ.
კომენტარები