„მადლობა ბიჭებს“ – საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ. მატარებლების ფანჯრებზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებია.
კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.
კომენტარები