„დესტრუქციული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან. სწორედ ამ პროცესში სჭირდება გამჭვირვალობა“,-ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამისთვის არის საჭირო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
„სწორედ ამიტომ არის მათთვის მიუღებელი და გამჭვირვალობას ურჩევნიათ, რომ იყოს გაუმჭვირვალე. საზოგადოებამ იცის ოპოზიციური და დესტრუქციული არასამთავრობო სექტორი ერთი მხრიდან დაფინანსებული თუ როგორ მავნებლობს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომენტარები