აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ამერიკაში ვიზიტით მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
25 ივლისს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ყველაფრისთვის, რაც მან ისრაელისთვის გააკეთა“.
„ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ისრაელისთვის: გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება, ირანის აგრესიასთან დაპირისპირება, იერუსალიმის ჩვენს დედაქალაქად აღიარება და ამერიკის საელჩოს [იერუსალიმში] გადატანა“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები