დასავლეთ სანაპიროს თავზე რუსული და ჩინური თვითმფრინავები დაფრინავენ, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენი დასავლეთ სანაპიროს თავზე რუსული და ჩინური თვითმფრინავები დაფრინავენ. რუსული ხომალდები ახლა კუბაში არიან, ჩვენი სანაპიროდან 70 მილის დაშორებით. რას აპირებს კამალა?“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
რუსულმა და ჩინურმა სტრატეგიულმა ავიაგამანადგურებლებმა ალასკის სიახლოვეს ფრენა 25 ივლისს დაიწყეს, თუმცა, როგორც აშშ0ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, მათ ამერიკის საზღვარი არ გადაუკვეთავთ.
კომენტარები