აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდ და მშვენიერ“ მიტინგს გამართავს ქალაქ ბატლერში, სადაც ის მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.
„მე დავბრუნდები [ქალაქ] ბატლერში [პენსილვანიის შტატი] დიდი და მშვენიერი მიტინგისთვის. რა დღე იქნება! ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.
კომენტარები