პრეზიდენტის შვილმა მართლაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხმამაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად და ობიექტურად ჩატარდეს.
,,პრეზიდენტის შვილმა მართლაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც დაწყებულია კონკრეტულად ამ საქმეზე, ჩვენ მივადევნებთ თვალს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება დროულად, ობიექტურად დასრულდება. ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენიტს ოჯახიდან მოდის”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები