ვთხოვ პრეზიდენტს, რომ საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს. საჯარო მოხელეები ასე არაეთიკურად არ უნდა იქცეოდნენ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ვთხოვ პრეზიდენტს, რომ საკუთარ ადმინისტრაციას ცოტა მეტი პასუხი მოსთხოვოს. საჯარო მოხელეები ასე არაეთიკურად არ უნდა იქცეოდნენ. ცოტა რიდი უნდა ჰქონდეთ, როცა საუბრობენ დეპუტატების პასუხისმგებლობაზე. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ვმუშაობთ იმისთვის, რომ კანონები მივიღოთ, შევცვალოთ და რეფორმა განვახორციელოთ. ვინმე აბაშიშვილის გადასაწყვეტი არაა, რომელ კანონს, საჭიროების შესაბამისად როგორ მივუდგებით. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ცვლილებები კანონში ემსახურება და გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომელიც ქვეყნის წინაშე იმ მომენტში დგას. გიორგი აბაშიშვილის, რიგითი საჯარო მოხელის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ ავყვებით. პრეზიდენტს მოვუწოდებ, თუკი მას კრიტიკული განცხადების გაკეთება უნდა, თვითონ გააკეთოს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის გასაგები იქნება და არა მისი რიგითი თანამშრომლის,“ -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.