გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ და ქვეყანაში დაბრუნების ვადას დაარღვევენ ავტომატურად იქნებიან ბაზაში, რმელიც შემდგომ მიმღებ ქვეყანას მიეწოდება მათი მოიებისთვის.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქ~საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმის ვადების დარღვევისგან თავი უნდა შეიკავონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ სარგებელს.
“ჩვენ სპეციალურ ცვლილებებს ვახორციელებთ საბაჟო კონტროლის სისტემაში. იუსტიციის სამინისტრო შსს-სთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, როდესაც დღეს ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ანუ, ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას, საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე, როდესაც ადამიანი მიემგზავრება ევროპის მიმართულებით, იმ სამი თვის გასვლის შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და ინფორმირება მოხდება იუსტიციის და შს სამინისტროების, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში, სწორედ ამ დროს ჩვენ ცირკულარულად გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და პროაქტიულად ჩვენი მხრიდან დავიწყებთ მოძიებას ამ ადამიანის, იმისათვის, რომ მიეწოდოს ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მოხდება რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დააფინანსებს ამ ხარჯებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი. ეს მინდა ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა და ჩვენთვის მინშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში, ჩვენ დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეხება უვზო მიმოსვლა, და თვითონ ამ ქვეყნის შიდა პროცედურები დაიწყებენ ამ პიროვნებების მოძიებას და მათ რეადმისიის პროცედურას. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხვონა ძალიან ბანალური მიზეზებით ნაკლებად იყოს შესაძლებელი. მინდა ყველა მოქალაქე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაემგზავრება, უვიზო მიმოსვლის წესებით იცოდეს ეს წინასწარ”,-განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2 თებერვალს მიიღო.