უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის დროს უკრაინულ ძალებს ტყვედ ასობით რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.
„მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, ყველა მეთაურს, ვინც ამას უზრუნველყოფს. ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩაბარდა ჩვენს ძალებს და ყველა ჰუმანურ მოპყრობას მიიღებს. მათ არასდროს ჰქონიათ ასეთი მოპყრობა საკუთარ ჯარშიც კი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები