რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვოლგოგრადის ოლქში მდებარე N19 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც პატიმრებმა პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, შექმნილი სიტუაციის გარშემო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირს მართავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, თავდაპირველად პუტინმა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს არკადი გოსტევს მოუსმინა. მოხსენებით ვიდეო კავშირის მეშვეობით გამოვლენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი.
რამდენიმე საათის წინ პატიმრებმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში ბუნტი მოაწყო და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, ხოლო რამდენიმე კი დაჭრილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.