პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანა ჯაფარიძეს პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალი მიულოცა.
ირაკლი კობახიძე ანა ჯაფარიძეს ვიდეო ზარის საშუალებით ესაუბრა.
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კომენტარები