ISFED-ს იქით უნდა დავაკვირდეთ, რაღაც სიგიჟეები არ გააკეთოს კიდევ ერთხელ და ხალხი არ მოატყუოს, როგორც 2020 წელს, როცა მსოფლიოში უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინეს – სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ორგანიზაციისადმი ნდობაზე საუბრის სერიოზულობას.
„ახლა ნდობასა და ISFED-ის ანგარიშებზე ლაპარაკი რამდენად სერიოზულია, მე მგონი ჩემზე კარგად იცით, მაგრამ მაინც სვამთ ამ შეკითხვას“, – აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარები
