გიორგი გამსახურდია სოფელ გეგუთში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
„სადაც არ უნდა ეყარონ ეს გარეწრები, ოპოზიციაში თუ პოზიციაში, ყველგან მოძალადეები და მკვლელები არიან. რურუას, ადეიშვილის და მიშას თავში აღმოცენებული იდეოლოგია როგორ შეიძლება კარგი და სასარგებლო იყოს? სულით, თხემით ტერფამდე კრიმინალური ორგანიზაცია არიან ეს ნაძირალები!“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები