დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (72 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ბრაზილიელი კელი ვიქტორიო იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 12:25 საათზე დაიწყება.
მედლისთვის ბრძოლაში ასევე პარა ძიუდოში ჩაერთვება გიორგი ქალდანი. მისი მეტოქე ამ დროისთვის უცნობია. პირველ შეხვედრას ქალდანი 12:55 საათზე ჩაატარებს.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს, რაც ამ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლებს ლადო ჭინჭარაული და ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.
კომენტარები