გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიას არ შეუცვლია აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინას არ აქვს უფლება დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის გამოიყენოს. ინფორმაციას The Guradian-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, პისტორიუსმა ეს განცხადება გერმანიის სამხედრო ბაზა „რამშტაინზე“ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დროს გააკეტა.
თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და იარაღით მომარაგებას იმდენხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება.
კომენტარები