გვყავს რთული მოწინააღმდეგე, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაარწმუნა ევროპა, რომ კონკურენტუნარიანი ძალა ვართ და შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქეს გავუმკლავდეთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
„მინდა სანიოლის გუნდს წარმატებები ვუსურვო. მინდა აღვნიშნო, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია ეროვნული მაისურით თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე წარმატებული პერიოდი გვიდგას დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მინდა თითოეულ დებიუტანტს წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა დავით მუჯირმა.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.