უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ კრემლზე დარტყმა არ შეიძლება.
ამბროზეტის 50-ე საერთაშორისო ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი მსოფლიოს მასშტაბით რაკეტებს ეძებს, რათა „გააგრძელოს უკრაინელი ბავშვების მოკვლა“, ხოლო უკრაინა ცდილობს მოძებნოს საჰაერო თავდაცვის სისტემები თავის დასაცავად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ განავითარა საკუთარი დრონები და რაკეტები და „ჩვენ თანდათანობით ვაბრუნებთ ამ ომს რუსეთში, რათა პუტინმა საბოლოოდ იგრძნოს ზეწოლა“.
შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მადლიერია დახმარებისთვის.
„მაგრამ არის გარკვეული შეცდომები. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ, მაგალითად, იტალიას ან ვინმეს ეშინია, რომ კრემლს დავარტყამთ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“, – დასძინა მან.