უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია. ჩვენ უნდა გვქონდეს შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები, არა მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც, დიახ, რათა რუსეთი იყოს მოტივირებული, ეძიოს მშვიდობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს არ აინტერესებს რუსული მიწა და ხალხი, მას უბრალოდ სურს დაიპყროს რაც შეიძლება მეტი მიწა და რაც შეიძლება მეტი ჩვენი ქალაქი.
კომენტარები