ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) წუხელ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულები 30 რაკეტის გაშვება დააფიქსირა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
როგორც „ცაჰალი“ იუწყება, რაკეტების დაფიქსირების შემდეგ ისრაელის რიგ რაიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ჩაირთო სირენები. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში არ არის.
რაკეტების გაშვების დაფიქსირების შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელში თვითმფრინავი შეიჭრა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, დასძინეს „ცაჰალში“.
საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის სამხრეთში განლაგებული „ჰეზბოლას“ გამშვები დანადგარები დაბომბა.
კომენტარები