ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან დაპირისპირებაში დაწინაურდა. პირველი გოლი მეტოქის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.
კომენტარები