ძალიან გახარებული ვარ, ნაკრებში არასდროს გამიტანია და ეს ჩემი პირველი გოლია. იმედია ასე გავაგრძელებთ როგორც ჩემი გუნდელები, ასევე მეც, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.
„გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, ეკუთვნის გულშემატკივარს“, – აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
კომენტარები