ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.
„ჩვენს თამაშს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. ამაზე ის ერთადერთი გოლი მეტყველებს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი არ მომეწონა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს. რაც შეეხება ფანების განწყობას, ჩვენ ვგრძნობდით ამ ემოციას. არაა გასაკვირი, რომ ქართველები ასე ემოციურად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს და ეს ჩემს ფეხბურთელებზე ცოტა დამთრგუნველად მოქმედებდა.
გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. იმედია, უკრაინასთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც უკეთესი იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.