რუსი ოპოზიციონერის, ლევ იაშინის თქმით, ბერლინში რუსული სპეცსამსახურების აგენტები შენიშნა, რომლებიც უთვალთვალებენ.
როგორც იაშინი ყვება, მან მეგობართან, ერთ-ერთ კაფეში შეხვედრისას, გვერდით მაგიდასთან კაცი შეამჩნია, რომელიც ტელეფონით ფოტოებს უღებდა. იაშინმა საპასუხო ფოტო გადაიღო და ბერლინის პოლიციას გადასცა.
“მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გამოიყურებიან რუსი აგენტები, მათ ხშირად შევხვედრივარ. დარწმუნებული ვარ უბრალოდ ყავის დასალევად არ იყო შემოსული, ჩვენ გვითვალთვალებდა”. – ამბობს იაშინი.
იაშინმა გერმანიის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პირად დაცვაზე უარი თქვა:
“არ მსურს გერმანიის გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვა, რუსეთშიც კი არ მყოლია პირადი დაცვა”.
ილია იაშინი ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთმა, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად აშშ-სა და ევროპაში დაკავებულ ჯაშუშებზე გაცვალა.
გათავისუფლების შემდეგ იაშინი ბერლინში ცხოვრობს.