ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა. ის ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საკუთარ პრიორიტეტებზე ესაუბრა.
„პარლამენტში ძალიან ბევრ, ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, რაც ყველაზე ძალიან მტკივა – ჩემი დევნილებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში – მშვიდობით, ღირსებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
კომენტარები